გიორგი ცაგარეიშვილი – სააკაშვილზე: ტრაგიკული რეალობაა, რომელშიც ის ცხოვრობს და რომელშიც აცხოვრებს დანარჩენ საქართველოს

“როგორც ჩანს, ახლა იწყება თვითგვემის ახალი ციკლი. პატიმარ სააკაშვილს უნდა, რომ სწორედ პოლონელ ექიმებს დაანახოს, რომ ის არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. იმიტომ, რომ ის არის ვითომდა მოწამლული, არადა ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს, ან იღებს ნაკლებად კალორიულ საკვებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეალობა, რომელშიც სააკაშვილი ცხოვრობს, ტრაგიკულია.

“ანუ, არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები მიირთვას სააკაშვილმა, ანდა მიირთვას ისეთი საკვები, რაც გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებას. ეს არის ტრაგიკული რეალობა, რომელშიც ის ცხოვრობს და რომელშიც  აცხოვრებს დანარჩენ საქართველოს”, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები