„ასე გამოხატა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციისადმი მადლიერება“ – თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს

ასე გამოხატა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციისადმი მადლიერება, – ამის შესახებ, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ავრცელებს.

„ეს კადრი ბევრის მთქმელია, განსაკუთრებით კი იმისა, რომ საქართველოს გამორჩეულობა და წვლილი ევროპაში პირველყოვლისა ინტელექტუალურ-კულტურული პოტენციალია. დღეს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა – ქალბატონმა მარია ბურიჩმა ასე გამოხატა ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციისადმი მადლიერება და დამოკიდებულება ევროსაბჭოს კონვენციური ღირებულებების განვითარებისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტისთვის.

Levan Zhorzholiani ლევან, გვეამაყები“, – წერს თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები