გიორგი ცუცქირიძე: სანამ ამორტიზირებული და დეგრადირებული პოლიტიკური ოპოფლანგი პოლიტიკური ოპონირების და უკვე მარაზმამდე დასული ე.წ. მედია ველიდან არ გავა, ამ პოლიტმოცემულობიდან არაფერი გამოვა

არ გამოვა ამ პოლიტმოცემულობიდან არაფერი, ეს ამორტიზირებული და დეგრადირებული პოლიტიკური ოპოფლანგი სანამ არ გავა პოლიტიკური ოპონირების და უკვე მარაზმამდე დასული ე.წ. მედია ველიდან, რადგან საბაზრო ოლიგოპოლია არის ბმაში პოლიტიკურ ოლიგოპოლიასთან, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიუხედავად ინფლაციის იმპორტისა, საწვავსა და სასურსათო პროდუქციაზე მაღალი ფასების მთავარი მიზეზი ბაზრის დეფორმაციაა.

„საწვავის ფასის შემცირების ტენდენციამ და ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე მაღალი ფასების მკვეთრად შემცირებამ აჩვენა ის მწარე რეალობა, რაც ამ სეგმენტის და არა მხოლოდ ოლიგოპოლიურ საბაზრო მოცემულობაშია ასახული.

მიუხედავად ბოლო თვეების ლარის გამყარების ტენდენციისა, როდესაც ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 20 პროცენტით არის გამყარებული, რაც საწვავზე ფასის შემცირების პირდაპირ ბმასთან უნდა იყოს დაკავშირებული, ფასები ბენზინზე, ვგულისხმობ პრემიუმ და რეგულარულ კლასებს, მხოლოდ მას შემდეგ და მნიშვნელოვნად შემცირდა, 60-75 თეთრით, რაც პრემიერ მინისტრის მეტად კრიტიკულ განცხადებებს მოჰყვა, კონკურენციის სააგენტოს ჩართულობით.

ნორმალურ ქვეყანაში ამას მორალის კითხვა არ უნდა სჭირდებოდეს, არც მუდმივი შეხსენება მთავრობის მეთაურის მხრიდან, რომ 100 პროცენტიან ფასნამატს არაფერი საერთო არც კონკურენტულ ფასწარმოქმნასთან და არც  სოციალურ პასუხისმგებლობასთან არა აქვს და კარტერულ გარიგებებს უფრო შეეფერება!

კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, მაღალი ფასების მთავარი მიზეზი, როგორც საწვავზე, ისე სასურსათო პროდუქციაზე, მიუხედავად ინფლაციის იმპორტისა, არის ბაზრის დეფორმაცია რაც თეორიაში ცნობილია ოლიგოპოლიური ბაზრის სახელწოდებით ანუ ბაზარი, რომელშიც იმაზე გაცილებით ცოტა გამყიდველია ვიდრე მყიდველი. შესაბამისად, მოლაპარაკების ან „სათამაშო“ თეორიული სტრატეგიის გზით მათ შეუძლიათ ფასებისა და შემოთავაზებული საქონლის ხარისხის გაკონტროლება.

რაც არანაკლებად საინტერესო უნდა იყოს, იმასაც აღვნიშნავ, რომ პოლიტიკური ბაზრების უმრავლესობა, სადაც პოლიტიკური პარტიები პოლიტიკით „ვაჭრობას“ ეწევიან, ოლიგოპოლიურია.

ამიტომაც არის, რომ ქართული ოპოზიცია ამ მეტად მტკივნეულ საკითხზე პრაქტიკულად დუმს!

ზოგადად კი არის პირდაპირ დაკავშირებული ფინანსური ბაზრის და საფონდო სეგმენტის რეფორმასთან, რაზეც პოლიტიკური კლასი და პირველ რიგში ოპოზიცია უნდა ოპონირებდეს, ოპოფლანგის განულებული რეიტინგებიც ამ სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის ვერ გააზრების მათი ნულოვანი ნებელობის, ასოციალური ხასიათის და საბაზრო დეფორმაციის და პირველ რიგში საბანკო ილიგოპოლიზაციის პირდაპირი მანიშნებელია!

არ გამოვა ამ პოლიტმოცემულობიდან არაფერი, ეს ამორტიზირებული და დეგრადირებული პოლიტიკური ოპოფლანგი სანამ არ გავა პოლიტიკური ოპონირების და უკვე მარაზმამდე დასული ე.წ. მედია ველიდან, რადგან საბაზრო ოლიგოპოლია არის ბმაში პოლიტიკურ ოლიგოპოლიასთან ანუ არჩევანის მკვეთრად შეზღუდვასთან, მაგრამ კართაგენი უნდა დაინგრეს და დაინგრევა კიდეც!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები