ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარქს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებიც 13 დღის წინ ჩვენ მოგვიწოდებდნენ არ მიგვეღო ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი FARA, მის ქართულ ანალოგს რუსულ კანონს და კრემლიდან შთაგონებულს უწოდებდნენ, დღეს თავად გამოდიან იგივე ინიციატივით.
„EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებიც 13 დღის წინ ჩვენ მოგვიწოდებდნენ არ მიგვეღო ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი FARA, მის ქართულ ანალოგს რუსულ კანონს და კრემლიდან შთაგონებულს უწოდებდნენ, დღეს თავად გამოდიან იგივე ინიციატივით. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარქს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.
ევროპარლამენტი არასდროს გახდება რუსეთის დუმა!
ევროპა არასდროს გახდება რუსეთი!
ძირს ევროპის (რუსული) სახალხო პარტია“, – წერს ბოჟაძე.