ლევან ნიკოლეიშვილი – ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკურ დაჯგუფება არ არსებობს – ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს

ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევენ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკურ დაჯგუფება არ არსებობს, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძის, “დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიას და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის მიერ სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, აღნიშნული ოპოზიციური სამეული პირდაპირ ეწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას, რათა შემდეგ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ.

„ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევენ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკურ დაჯგუფება არ არსებობს. ცხადია, მათი ელექტორალური ბაზა ნულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პირდაპირ ეწევიან აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს ბანდიტური დაჯგუფება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, რასაც შემდეგ რევოლუციურ გეგმებში დააკონვერტირებენ. ნუ, ეცდებიან აუცილებლად. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ რადიკალებს ახლა ერთი ამოცანა აქვთ – ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით როგორმე ჩვენი ქვეყნის წინსვლა შეაფერხონ!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები