დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დაზიანებები აღენიშნება.

12 წლის გოგონა გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები