ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5867 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5851 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7520 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7697 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0177 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.