ჰერმან საბო: მგონი, სწორედ იმ აქციის დამსახურება იქნება, ჩვენ თუ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს – ევროპარლამენტარებმა ნახეს, რომ ქართველებს ისევ ევროპა უნდათ

“გირჩის” წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართული აქციების დამსახურება იქნება.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა ნახეს, რომ ქართველებს ისევ ევროპა უნდათ.

“ის გზავნილები, რომლებიც ევროპარლამენტარებისგან მოვისმინეთ, ჩემი აზრით, ცალსახად დადებითია. ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ქართველებს ისევ ევროპა უნდათ. მე მგონი, სწორედ იმ აქციის და იმ კანონის (“ხალხის ძალის” კანონპროექტი) უკან დახევის დამსახურება იქნება, ჩვენ თუ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ევროკავშირი ჩვენთან მიმართებაში იქნება პოლიტიკური და ნაკლებად ტექნიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნა მიღებული, ჩვენ სავარაუდოდ, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იმ ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებიც ნებით გავიდნენ აქციაზე”,- განაცხადა საბომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები