თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში წყალდიდობას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც (ფოტო, ვიდეო)

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ ღვარცოფს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ამ დროისთვის 9 დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ შანლიურფას პროვინციის გუბერნატორმა, სალიჰ აიჰანმა NTV-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ შანლიურფაში 4 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

დატბორილია ქალაქების ქუჩები, ხელისუფლება მოსახლეობას დატბორილი ადგილების დატოვებისკენ მოუწოდებს.

წყალმა საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში შეაღწია, ევაკუირებულია 200-მდე პაციენტი.

წყალდიდობა ასევე ფიქსირდება მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში გაშლილ კარვებისა და კონტეინერების ბანაკებში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, ადიამანის პროვინციაში, ტუტის რაიონში ღვარცოფს წელიწად-ნახევრის ბავშვი ემსხვერპლა.

შანლიურფასა და ადიამანში სახლების უმეტესობა დატბორილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები