პრემიერმა რუსეთში სასურსათო ტვირთის გაზრდას, ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი უწოდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოდან რუსეთში სასურსათო ტვირთის მიწოდების გაზრდას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი და გონივრული და ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი.
„უკვე ორი წელია, ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან, არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, დღემდე თავისუფლად ვახდენთ ჩვენ პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. რუსეთმა გაახმოვანა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ემბარგოს. პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზე. მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც შეგვხვდა რუსეთისგან. მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მცირე კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები