პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პლაკატებისგან ქუჩების გაწენდა დაევალათ

პოლიტიკურ პარტიებს დაევალათ ქუჩები საარჩევნო პლაკატებისგან გაწმინდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისივე თქმით, პარტიებს ქუჩების გასაწმენდად სპეციალური ვადა მიეცათ.
“გავუგზავნეთ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება და ჩამოხსნან საკუთარი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან. უშუალოდ ჩვენმა კოალიციამ, “ქართულმა ოცნებამ”, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო შესაბამისი აქცია და ყველა ძირითად ქუჩაზე, ყველა ძირითად უბანში ჩამოიხსნას ჩვენი საარჩევნო პლაკატები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები