იაპონელ ქართველოლოგთან შეხვედრა გაიმართება

13 მარტს, 19:00 საათზე, იაპონელი ქართული ფილოლოგიის დოქტორთან, ჰაიატე სოტომესთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჰაიატე სოტომე საქართველოში რამდენიმე კვირით ჩამოვიდა. „მნიშვნელოვანი და დასაფასებელია მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის, ენის მიმართ.  ჰაიატე ახლახან დაბრუნდა სამეგრელოდან. ბოლო დროს მეგრული ენის შესწავლითაა დაინტერესებული. იგი შეხვედრაზე ისაუბრებს მეგრული ამბების, შთაბეჭდილებების, იაპონური ცეკვის, საქართველოში ცხოვრების, ქართული ენისა და სამომავლო გეგმების შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაში მონაწილეობენ ანსამბლ ,,რუსთავის” მომღერლები და მოცეკვავეები, რომლებიც ჰაიატემ იაპონიაში გასტროლის დროს გაიცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები