„რომეო და ჯულიეტას“ ახალი თარგმანის წარდგენა გაიმართება 

15 მარტს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში გამომცემლობა „დიოგენე“ „რომეო და ჯულიეტას“ ახალი თარგმანის წარდგენას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შექსპირის უკვდავი პიესის ახალი თარგმანი დავით ახალაძემ შეასრულა.
„მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. თუმცა ამ თარგმანის წაკითხვისას დიდი სიამოვნება გელით“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წიგნის წარდგენას გაუძღვება გიორგი ლობჟანიძე. თარგმანსა და თარგმნის პროცესზე ისაუბრებს დავით ახალაძე.
ახალგაზრდა მსახიობები წაიკითხავენ რამდენიმე ეპიზოდს პიესიდან.

მის.: მაჩაბლის ქ. 13, მწერალთა სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები