ინდოეთის ქალაქ აგრაში ქართული თეატრის დღეები საზეიმოდ გაიხსნა
ინდოეთის ქალაქ აგრაში ქართული თეატრის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეული ჯაიპურში დამთავრდება. 4 ქართული თეატრი: „თეატრი ათონელზე“, „თავისუფალი თეატრი“, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ცხინვალის მაჩაბლის თეატრი – ხსენებულ ორივე ქალაქში გამართავენ წარმოდგენებს.
ქართული თეატრალური კვირეული „თავისუფალმა თეატრმა“ გახსნა, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით – „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს”. წარმოდგენამ 2015 წელს საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„მზის ხაზი”, „დედაომი” და „სამხეცე” ის სპექტაკლებია, რომლებსაც „თავისუფალი თეატრი”, „თეატრი ათონელზე”, ოზურგეთისა და ცხინვალის თეატრები ინდოეთში, ფესტივალზე, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენენ.
კვირეულის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: ინდოეთის და საქართველოს კულტურის სამინისტროები.