გიორგი ცუცქირიძე: დასავლეთი დღეს იძულებულია იმოქმედოს პრო და კონტრას დოქტრინით

“სოციალურ ქსელებში სულ უფრო აქტიურად განიხილება საკითხი თუ რატომ უნდა ჰქონოდა დასავლეთს, პირობითად აშშ-ს და ევროკავშირს ასეთი მყისიერი, კონსოლიდირებული რეაქცია საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ და პირველი მოსმენით მიღებულ გავლენის უცხოელი აგენტების კანონპროექტზე?”, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არის მოსაზრება, რომ ეს გლობალური კონტექსტის გამოძახილი იყო, რაც პირველ რიგში დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გახდა აქტუალური, და ამ მოცემულობაში დასავლეთი ცდილობს აღკვეთოს ნებისმიერი მცდელობა რომელიც რუსულ ინტერესებთან შეიძლება რაიმე, თუნდა ჰიპოთეზურ ბმაში იყოს!
“თუმცა გაცილებით უფრო რეალური არის მეორე თვალსაზრისი, რომ დასავლეთი დღეს იძულებულია იმოქმედოს პრო და კონტრას დოქტრინით, სადაც ნებისმიერი მისთვის მისაღები ჯგუფისადმი დაფინანსების წყაროს გადაკეტვა ან ეჭვქვეშ დაყენება, ავტომატურად დასავლეთის საპირისპირო მხარედ მოიაზრება, იმისდა მიუხედავად თუ რა ურთიერთობა ჰქონდა გუშინ, მით უმეტეს, რომ ეს საგრანტო პროგრამები უკვე 30 წელზე მეტია რაც ხორციელდება და მათი გადაკეტვა ფაქტობრივად ამ მეტად სტრატეგიული რეგიონის დაკარგვად იქნა ჩათვლილი!
თუ ამ სახის კანონმდებლობის პრეისტორიასაც მივადევნებთ თვალს, იგივე აშშ თავის დროზე მიღებული კანონი, ფაშისტური და კომუნისტური ფინანსური შეღწევადობის პრევენციის მიზნით შეიქმნა თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სულაც არ ყოფილა იდეალური და მერე ე. წ კუდიანებზე ნადირობის ეპოქაც კი მოყვა, ისედაც ატარებს ამ საფრთხეს.
რაც შეეხება კანადის და ავსტრალიის ანალოგიურ საკანონმდებლო ინიციატივებს, თუნდაც ევროპის სახალხო პარტიის შემთხვევაში, ესეც წმინდა პოლიტიკურ ასპექტს შეიცავს ანუ პრევენციას რუსული და განსაკუთრებით ჩინური საფრთხისაგან თუნდაც არჩევნებზე ზეგავლენის რისკების მიტიგაციის მიზნით, და არა მხოლოდ რასაც ემატება ე.წ მესამე სამყაროს განსაკუთრებით რადიკალური ისლამის ზეგავლენის პრევენციაც.
მიმაჩნია ჩვენ, რომ უფრო რეალისტურად გაგვეთვალა ეს ტენდენციები და აქცენტები არა ევროპა-აშშ ფონდების კუთხით, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, არამედ სულაც რადიკალური ისლამის, აქ მხოლოდ ირანი არ იგულისხმება, არამედ თურქეთიც და არაბეთის ქვეყნებიც სადაც თავად ებრძვიან რადიკალური ისლამის სექტებს, ვფიქრობ სულ სხვა შედეგი დადგებოდა და თან ჩვენთვის მხოლოდ მოსაგები პარტიისათვის.
იმიტომაც, ვფიქრობ, რომ რადგან რადიკალური ისლამის თემა ჩვენთანაც აქტუალური გახდება, მომავალში ამ სტრატეგიით ეს ოღონდ აქცენტებით სახეშეცვლილი კანონი მაინც მისაღები იქნება და საერთაშორისო რეაქციაც განსხვავებული.
და რადგან ეს ყველაფერი უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების პრიზმაში გადადის, “ქართულ ოცნებას” ვურჩევ შექმნას ექსპერტულ-ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ სახის რისკების ანალიზზე და პრევენციაზე იმუშავებს, რითაც ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივებსაც სერიოზულ ფილტრში გაატარებს და არა გადაბრუნებული ურმის გზაზე დაყენებაზე!
ანტიდასავლური დისკურსიც რაც მალე მინელდება, ამით ქვეყანა მხოლოდ მოგებული დარჩება!”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები