დიმიტრი სამხარაძე ნინო ლომჯარიას: ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი! მატყუარა რომ ხარ გასაგებია – „ნაცებზე“ უარესი „ნაცი“ აღმოჩნდი
ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი! მატყუარა რომ ხარ გასაგებია, კანონის რუსულობაზე შენც თუთიყუშივით იმეორებ მესიჯს, მაგრამ „ნაცებზე“ უარესი „ნაცი“ აღმოჩნდი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეხმაურება ყოფილი ომბუდსმენის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ლომჯარია წერს, რომ აღარ აღიარებს ღიად რუსულ პროპაგანდის საშუალებებს, როგორებიცაა: „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები.
„ნინო ლომჯარია, ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი!
მატყუარა რომ ხარ გასაგებია, კანონის რუსულობაზე შენც თუთიყუშივით იმეორებ მესიჯს, მაგრამ ნაცებზე უარესი ნაცი აღმოჩნდი, ტელევიზიებს არბევ, როგორც შეგიძლია ისე, იარლიყებს აკერებ, ცდილობ ფაშისტურად გარიყო ადამიანები, გამოყო დანარჩენი ხალხისგან და ღირსება წაართვა. ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ! დავალების ცივსისხლიანად შემსრულებელი ფაშისტი!
და სახალხო დამცველი გერქვა!..
ეს ქვეყანა უსამშობლო ფაშისტებს არ შეეგუება, ამ ქვეყანას თავისი ხასიათი აქვს!
ბარემ ვინ გაფინანსებს, შენით გამოაქვეყნე და ხალხიც უკეთესად მიხვდება, ვის ინსტრუქციას მიყვები. მაშველ რგოლად რომ გამოხტებიან-ხოლმე, იმ რუსების თუ სხვების –
ორმაგები არ გვიკვირს შენი ბელადი სააკაშვილის გადამკიდე, მაგას ეახლე ხოლმე და ჩამოართვი ხელი…“, – წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.