ხვიჩია: სააკაშვილის გამოშვების მოთხოვნა მიტინგის დაშლის ყველაზე მოკლე გზაა საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის გამოშვების მოთხოვნა მიტინგის დაშლის ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის გადაცემაში ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მგონი, ინტერვიუ ჩაწერილია იქამდე, ვიდრე მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, ამიტომ მისი ტექსტი დღეს შეიძლება, ცოტა სხვანაირად იკითხებოდეს. მაინც ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვების მოთხოვნა მიტინგის დაშლის ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის საკითხი უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე ვთქვათ, ის კონკრეტული ამოცანები, რომლებიც ახლა ჩვენ გვაქვს გადასაჭრელი. მგონი, ასეთი თემების ერთმანეთში არევა უპრიანი არ იქნება“, – ამბობს ხვიჩია.

ვანო მერაბიშვილმა კისელიოვის კითხვას, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი თავისუფლება სააკაშვილს, უპასუხა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები