საქართველოში განვითარებული მოვლენები ლავროვს “კიევის მაიდანს” ახსენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები კიევის “მაიდანს” ჰგავს, ხოლო ევროკავშირის შეფასებები აშკარა ფარისევლობაა.

ამის შესახებ მან გადაცემა “დიდი თამაშის” წამყვანს უთხრა.

„ძალიან ჰგავს “კიევის მაიდანს“. ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც საკუთარი ბიუჯეტის 20%-ის ზემოთ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ – იყო მხოლოდ საბაბი, რომ დაწყებულიყო, ძალაუფლების ძალით შეცვლის მცდელობა“, – ამბობს ლავროვი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებზე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის რეაქცია „აშკარა ფარისევლობაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები