დიმიტრი ხუნდაძე: ეს კანონი იყო საშუალება, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა, მაგრამ ეს შანსი მან გაუშვა ხელიდან

“ხალხის ძალის” წევრის და ჩაგდებული კანონპროექტის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ თანაავტორის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეს კანონი იყო შანსი, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა.

ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა, მიუბრუნდნენ უკან ამ საკითხს, დეპუტატი პასუხობს, რომ არა.

“ანგარიში უნდა გავუწიოთ ახალგაზრდებს, რომ მათ არ მიიღონ ზიანი იმიტომ, რომ ამის შანსი იყო, სამწუხაროდ. ამიტომ, უნდა გავიწვიოთ უკან. თუმცა, ეს კანონი იყო საშუალება, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა, მაგრამ ეს შანსი მან გაუშვა ხელიდან”, – თქვა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები