გია ვოლსკი: არავისთვის მისაღები არ არის დესტაბილიზაციის ის ხარისხი და ფორმა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს
მათ დღის წესრიგში რაიმე მუშაობა, პროცესების პოლიტიკურ კალაპოტში გადაყვანა არ არის მისაღები, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დესტაბილიზაციის ის ფორმა, რასაც ოპოზიცია გვთავაზობს, არავისთვისაა მისაღები.
„მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავისთვის მისაღები არ არის დესტაბილიზაციის ის ხარისხი და ფორმა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს. რასაკვირველია, მათ დღის წესრიგში რაიმე მუშაობა, პროცესების პოლიტიკურ კალაპოტში გადაყვანა არ არის მისაღები.
საარჩევნო კოდექსს არ დაუჭირეს მხარი და არ დაუჭერენ მხარს არაფერს დეპოლარიზაციის თემაზე. ოპოზიციისთვის პოლარიზაციის განვითარება დღის წესრიგში იყო და დღის წესრიგში დგას“, – თქვა ვოლსკიმ.