ვიოლა ფონ კრამონი – კანონპროექტის ჩაგდებაზე: კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას “ტვიტერში” ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს.

„კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია. კიდევ ბევრი რამ უნდა მოჰყვეს. რეფორმები სასამართლო და საარჩევნო სისტემებში, 12 პრიორიტეტი“, – წერს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები