ლევან გოთუას დაბადების დღეს ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

10 მარტს დიდი მწერლის, ლევან გოთუას დაბადებიდან 118 წელი შესრულდა. ამ დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება მწერლის ძმისშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი – მაია გოთუა.
„მის საფლავთან, ტრადიციულად, დღეს, 14:00 საათზე, შეიკრიბებიან ოჯახის ახლობლები, მისი შემოქმედების მცოდნენი და დამფასებელნი. ჩატარდება ლიტერატურულ კონკურსის: „გმირთა ვარამი” – საქართველო და ქართველები” აღმოსავლეთ საქართველოს ტურში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
სამივე საპრიზო ადგილი მოიპოვეს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის N1 საჯარო სკოლის გუნდებმა! –
პედაგოგი სოფო ფოლადაშვილი, ხოლო რუსთავის გამარჯვებული გახდა მე-2 საჯარო სკოლის გუნდი – პედაგოგი მაია მეტრეველი. უფროსთა შორის I ადგილზე გავიდა სურამ-ხაშურის ჩოხოსანთა სადროშოს გუნდი, კაპიტანი – იმედა მეტრეველი.
ვულოცავთ ყველა მონაწილეს, რადგან ამ პროექტში ყველა გამარჯვებულია…
უდიდესი მადლობა რუსთავის მე-2 სკოლის დირექტორს, „გმირთა ვარამის“ კონკურსის შემქმნელს, ქალბატონ ლალი ნაზღაიძეს და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების საერო მეთაურს, ბატონ ზვიად სეხნიაშვილს ამ დიდებული კონკურსის ორგანიზენისათვის“! – წერს მაია გოთუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები