10 მარტიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის პირველი სართული ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

10 მარტიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის პირველი სართული ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
„ძვირფასო დამთვალიერებლებო,
10 მარტიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს (10:00 – 18:00) დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის პირველი სართული, რომელიც ფონდ „ათინათის“ წარდგენით, მასპინძლობს მოქანდაკე კარლო გრიგოლიას ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას: „აკრძალული ხელოვნება – კარლო გრიგოლია (1927-2014)“.
ეროვნული გალერეის მეორე სართული – ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, თანამედროვე ქართული ქანდაკების (ვაჟა მელიქიშვილი, რუსუდან გაჩეჩილაძე) მუდმივმოქმედი გამოფენა – დახურული იქნება 14 მარტამდე.
ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები