„100-ზე მეტი წერილი შევიძინეთ“ – რას წერდნენ ნიკო ნიკოლაძეს შვილები

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე აქვეყნებს სტატუსს „კარგი ამბების სერიიდან“ და აღნიშნავს, რომ 100-ზე მეტი წერილი შეიძინეს ნიკო ნიკოლაძის ოჯახური მიმოწერიდან.
„კარგი ამბების სერიიდან: 100-ზე მეტი წერილი შევიძინეთ ნიკო ნიკოლაძის – ოლღა გურამიშვილისადმი და შვილების წერილები –  ნიკოსადმი.
რადგან დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა – აქ ნიკოს ბავშვების წერილებს დავდებ. ბავშვები მამას „პაპასაც” უწოდებდნენ (რომ არ გაგიკვირდეთ)“, – წერს ლაშა ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები