პესკოვი საქართველოში მყოფ, რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ადგილებს, სადაც არეულობაა
საქართველოში, ქუჩაში არეულობებია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც ისინი ხდება და გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„აშკარაა, რომ მიმდინარეობს ქუჩის არეულობები. აშკარაა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავი შეიკავონ იმ ადგილებში ყოფნისგან, სადაც ინციდენტები ხდება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მანვე დასძინა, რომ კრემლს არ სურს მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის გაკეთება ან რაიმე ფორმით ჩარევა, რადგან მათთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა, რუსეთის მოქალაქეებს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.