პაატა მანჯგალაძე: პროტესტი უნდა გაგრძელდეს

“ახლა გაჩერება საქმის შუა გზაზე მიტოვებაა – პროტესტი უნდა გაგრძელდეს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მანჯგალაძე მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

“აქციები არ უნდა გაგრძელდესო და რატომ? პარლამენტის შუშა არ ჩატეხოს მხუთავი აირით სულდახუთულმა და ევროპა გადაკეტილმა გაბრაზებულმა ახალგაზრდებმა? ახლა გაჩერება საქმის შუა გზაზე მიტოვებაა – პროტესტი უნდა გაგრძელდეს!

დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან !”, – წერს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები