დიმიტრი ხუნდაძე: თუ გვინდა დასავლეთი, უნდა მოვიქცეთ დასავლურად

„გუშინ აქციაზე იყო ძალიან ბევრი ადამიანი – 4000-5000 თუ რამდენიც იყო, სადაც იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ გარკვეული საფრთხე ექმნება ევროპულ მომავალს, არადა, ეს კონსტიტუციით განსაზღვრულია და ამაზე არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ხალხის ძალის” კანონპროექტები ლიბერალურია.

“იყვნენ ადამიანები, რომლებიც სჯობდნენ, გასცნობოდნენ ამ კანონპროექტს, რომელიც არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს და გაცნობის შემთხვევაში მას კითხვები არ გაუჩნდებოდა. ასევე, არსებობს როგორც შიდა, ისე გარე ძალების ინტერესები, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური ვითარება. ჩვენ რომ გვინდა დასავლური ღირებულებები, სწორედ ამიტომ ავიღეთ ამერიკულ კანონპროექტზე დაფუძნებული ქართული ვარიანტი, სადაც არავითარი აკრძალვა, შეზღუდვა არ არის. ეს არის ქართული ვარიანტი, რომელიც უფრო ლიბერალურია, ვიდრე ამერიკული. ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ, რომ ამ კანონპროექტებს გავაგზავნით ვენეციის კომისიაში და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ მის განხილვას, როცა იქიდან მივიღებთ სამართლებრივ არგუმენტებს, რაზეც ჩვენ ვიმსჯელებთ. ეს განაცხადი იყო თავიდანვე და არა ის, რომ ვინმემ ჩათვალოს რომ ადამიანების ქუჩაში შეკრების მერე გადავწყვიტეთ ვენეციის კომისიას მივმართოთ. თუ გვინდა დასავლეთი, უნდა მოვიქცეთ დასავლურად“, – განაცხადა ხუნდაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები