ლევან ხაბეიშვილი: ჩვენ მზად ვართ, ფიზიკურადაც დავუპირისპირდეთ პარლამენტში, შიგნით ამ რუსებს
ჩვენ მზად ვართ, ფიზიკურადაც დავუპირისპირდეთ პარლამენტში, შიგნით ამ რუსებს! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთი რამ კარგად იცოდეთ – არ დავიღალოთ! არ გავჩერდეთ! ხელები არ ჩამოვუშვათ! გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე! ქართველი ხალხი პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ! საქართველოს პუტინისტების გარეშე გაუმარჯოს! ძალა ხალხშია!“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროქტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.