საპროტესტო აქციამ პარლამენტის წინ გადმოინაცვლა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს. აქციაზე საქართველოს რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეები “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, აღნიშნული კანონპროექტები კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.