თამთა მეგრელიშვილი: მტკიცება – ეს არის რუსული კანონი, მტკიცება – ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპას – ტყუილია!

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ქართული კანონპროექტის და ე.წ. ამერიკული კანონის Fara -ს ანალოგის კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და დამსწრე არასამთავრობო სექტორის მიერ არცერთი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი, არცერთი სამართლებრივი შესწორება ან შენიშვნა, არცერთი რეკომენდაცია არ მოგვისმენია”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ტყუილია, რომ ეს კანონი არის რუსული და ეწინააღმდეგება ევროპას, კანონი ამერიკაში მოქმედებს და ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ქართული კანონპროექტის
და ეგრეთ წოდებული ამერიკული კანონის Fara -ს ანალოგის კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური სპექტრისა და დამსწრე არასამთავრობო სექტორის მიერ არცერთი სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტი;
არცერთი სამართლებრივი შესწორება ან შენიშვნა;
არცერთი რეკომენდაცია არ მოგვისმენია.
იყო უარი შინაარსობრივ დისკუსიასა და პოლიტპიარზე მორგებული სანახაობანი.
მტკიცება – ეს არის რუსული კანონი!
მტკიცება – ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპას!
ტყუილია! უარგუმენტაციოა!
ეს კანონი ამერიკაში მოქმედებს და ევროპარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ანალოგიურის დანერგვაზე. (იხ. ბმული https://www.euractiv.com/…/eu-must-copy-us…/…
https://www.europarl.europa.eu/…/CRE-9-2023-02-13_EN... )“, – წერს მეგრელიშვილი “facebook”-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები