თეა წულუკიანი: გელათის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში (ვიდეო)
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გელათის ტაძარში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ მან გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” ისაუბრა.
“გელათის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ მასშტაბური გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს. როდის დადებს გამოძიება შედეგებს სახურავთან და კედლის მხატვრობის ნაწილში არ ვარ ინფორმირებული, მაგრამ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, სხვაგვარად ვერც იქნება.
უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მაგრამ დღევანდელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საპატრიარქოს თხოვნით ჩვენ ვართ გაჩერებულები, თუმცა, ოქტომბრამდე ჩვენ რამდენიმე ფრესკა და ფრაგმენტი გადავარჩინეთ იუნესკოს ჩართულობით”, – თქვა თეა წულუკიანმა.