ლევან იოსელიანი: მოსაზრება, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება, იყოს სახალხო დამცველი, არის ძალიან მცდარი
მოსაზრება, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება, იყოს სახალხო დამცველი, არის ძალიან მცდარი. ჩვენი კონსტიტუცია უბიძგებს იმისკენ, რომ პოლიტიკურმა ორგანომ პოლიტიკოსების მეშვეობით აირჩიოს, სწორედ პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე, – ასე არის ჩაწერილი კონსტიტუციაში,/ ამის შესახებ “მოქალაქეების” წევრი, ომბუდსმებობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი აცხადებს.
“დაახლოებით, 27 ქვეყანა არის ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში, სადაც პარლამენტის მიერ სახალხო დამცველად არის არჩეული პოლიტიკოსი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.
თვითონ ევროკავშირის ომბუდსმენი მრავალჯერ იყო პოლიტიკოსი. ასე, რომ ეს მოსაზრება არ შეესაბამება, არც ჩვენ საკონსტიტუციო ჩარჩოს, არ შეესაბამება არც ევროპულ პრაქტიკას. იმიტომ, რომ საქართველო არის საპარლამენტო ომბუდსმენის ქვეყანა, რაც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკურ ორგანოში პოლიტიკოსები ირჩევენ ომბუდსმენს და ალბათობა იმისა, რომ ამ პირობებში პოლიტიკოსი იყოს არჩეული გაცილებით მეტია. ვინაიდან პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ხდება კონსულტაციები”, -აცხადებს ლევან იოსელიანი.