პრემიერი – ITB Berlin-ის შესახებ: მსოფლიოში ეს უმსხვილესი ღონისძიება დამთვალიერებლებს ფართოდ წარუდგენს ტურიზმის მზარდ სექტორს
საქართველო წელს მასპინძელი ქვეყანაა მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე – ITB Berlin-ი, რომელიც პრემიერმინისტრმა 7 მარტს ოფიციალურად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება საქართველოს მონაწილეობას გამოფენაში.
პრემიერის თქმით, საქართველოს კულტურა და ტრადიციები, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ადგილს გვიმკვიდრებს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ცენტრებს შორის.
„მაქვს პატივი, ოფიციალურად გავხსნა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ბერლინში, სადაც წელს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსი აქვს. მსოფლიოში ეს უმსხვილესი ღონისძიება დამთვალიერებლებს ფართოდ წარუდგენს ტურიზმის მზარდ სექტორს. ჩვენი კულტურა და ტრადიციები, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ადგილს გვიმკვიდრებს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ცენტრებს შორის,”- წერს პრემიერი „ტვიტერში”.
Honored to launch @ITB_Berlin in 🇩🇪 this year. 🇬🇪 as an official host country of the world's leading travel trade show will showcase its growing tourism sector for visitors. Our culture & traditions along w/econ growth place us among the top touristic destinations in the world. pic.twitter.com/JVu5wH3aZr
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 7, 2023