ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

9 მარტს, 17:00 საათზე, გალერეა „წითელი კვადრატი” ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
„თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანიაო, სერგო ფარაჯანოვს უთქვამს.
ვფიქრობ, ამ აზრს ბევრი ეთანხმება, არსად არაა ძველი თბილისი ისე შემორჩენილი, მოვლილი, სიყვარულში გახვეული, როგორც ელენეს ტილოებზეა. თითქოს ჯადოსნურია მისი ფუნჯი, ხატავს და აცოცხლებს, ამბავს გიყვება… ხედავ შორს ფანჯარაში მოციმციმე შუქს, თითქოს გესმის ძველ სახლში მოთუხთუხე ჩაიდნის ხმა, აივანზე გაფენილი სარეცხის სუნსაც გრძნობ, ქუჩაში მოფუსფუსე ადამიანების გადალაპარაკებას ისმენ. მოზიარე ხარ მისი განწყობის, ეთანხმები და ნებით მიჰყვები“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა  1-ელ აპრილამდე გაგრძელდება.
მისამართი: ი. აბაშიძის ქ. 42.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები