ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 130 წლის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნება
7 მარტს, 18:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 130 წლის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XIX საუკუნის კლასიკოსი მწერლის, დრამატურგის, პოეტის, მთარგმნელისა და მსახიობის ცხოვრებისა და ბიოგრაფიის ამსახველი მასალა: ხელნაწერები, ფოტოები, წიგნები, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები (მათ შორის — საწერი მოწყობილობა).
„სამშობლოვ, შენი ნაშობი
შენს წინ დავიხრი ქედსაო,
შენთვის სიცოცხლეს ვინატრებ,
შევებრძოლები ბედსაო“.
(ნაწყვეტი ლექსიდან „სამშობლოვ“)
ამ სტრიქონების ავტორს, ალექსანდრე ყაზბეგს, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 130 წლის აღსანიშნავ საიუბილეო გამოფენას უძღვნის.
გამოფენა 7 აპრილამდე გასტანს.