ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
7 მარტს, 19:30 საათზე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში მაესტრო ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა და მომღერალი ქეთევან ქართველიშვილი. კონცერტს უდირიჟორებს ვახტანგ კახიძე. პროგრამაშია ლუიჯი ქერუბინის „რეკვიემი“ და ვახტანგ კახიძის „Farewell” მეცო სოპრანოსა და მამაკაცთა გუნდისთვის.