“გაცვეთილო ქართველო პოლიტიკოსო, ხალხის უმრავლესობა ვერ გიტანს, რეიტინგი არ გაქვს” – გოგა ხაჩიძე

რეიტინგი მაინც არ გაქვს და არც პერსპექტივა ჩანს…
რა უნდა ქნა ამ დროს?…
ჩემი აზრით, ძალა უნდა მოიკრიბო და პოლიტიკიდან გააჯ*ა!,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაცმოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსანი გოგა ხაჩიძე წერს.

“ თუ ხელისუფლებაში უკვე იყავი, უმაღლესი თანამდებობები გეკავა, კარგ საქმეებს აკეთებდი, თუმცა ხანდახან შეცდომებსაც უშვებდი და სი*ობა გამოგდიოდა.
თუ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ხალხის უდიდესი უმრავლესობა ვერ გიტანს, დანახვა არ უნდათ შენი, შენი ხსენება ზოგადად ლანძღვას ნიშნავს.
რეიტინგი არ გაქვს,
საერთოდ არ გაქვს,
ბევრჯერ გაზომეს და არ გაქვს, ისინი ზომავენ ვისაც ენდობი და მაინც არ გაქვს…
ფართხალებ, იცვლები, ათას რამეს იგონებ, გულწრფელად ცდილობ, ფიქრობ, ფულს ხარჯავ – ცუდად “ნაჩალიჩარ“ ფულს, ტრა*ით კაკალს ამტვრევ, მაგრამ არა, ხალხი მაინც ვერ გიტანს, რაც არ უნდა მოაგროვო, ერთი გახსენებით გიფანტავენ და გილანძღავენ მონაგარს.
რეიტინგი მაინც არ გაქვს და არც პერსპექტივა ჩანს…
რა უნდა ქნა ამ დროს?…
ჩემი აზრით, ძალა უნდა მოიკრიბო და პოლიტიკიდან გაა*ვა!
სხვის თვალებში ბეწვის ძებნას თავი უნდა დაანებო და საკუთარში გაყრილი დირე უნდა დაინახო, იგრძნო და გამოიძრო!
ადამიანო, გაცვეთილო ქართველო პოლიტიკოსო!
ამას თუ რჩევად მიიღებ და შესაბამისად მოიქცევი შენც დაისვენებ, ჩვენც და ზოგადად ქართული პოლიტიკაც, ხოლო თუ ამ რჩევასაც იკიდებ, მაშინ – მპ!

”მპ” არ იცი რას ნიშნავს?
– მოგსტ*ვნია პატრონს!
აბა ჰე! “, – წერს ხაჩიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები