რატი იონათამიშვილი: ნებისმიერ ინიციატივაზე მსჯელობის ადგილი არის საქართველოს პარლამენტი

“ნებისმიერ ინიციატივაზე მსჯელობის ადგილი არის საქართველოს პარლამენტი და პარლამენტში უნდა ხდებოდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, კანონპროექტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არგუმენტირებული არ არის.

“ის განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის, რბილად რომ ვთქვათ,  არ არის არგუმენტირებული და მას რეალური საფუძველი არ ჰქონია. შესაბამისად, დაველოდოთ, ვნახოთ – როგორი იქნება განხილვის პროცესი, ვის რა არგუმენტები ექნება. ფაქტია, რომ არ ყოფილა ისეთი ინიციატივა პარლამენტში, რომელიც საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში კიდევ უფრო მეტად არ დახვეწილა, არ განუცდია ცვლილება”,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები