ანრი ოხანაშვილი – სააკაშვილზე: ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა ვერ დაკონვერტირდება იმაში, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს

„იმის აღიარებაც არ უნდათ, რომ საზღვრები გადაკვეთა უკანონოდ, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა უმაღლეს დონეზე, ევროპის ფარგლებში, რომ ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი კონკრეტულ დანაშაულებებზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმარი ექსპრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა ვერ დაკონვერტირდება იმაში, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

“სიტყვების შელამაზებით და ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა ვერ დაკონვერტირდება იმაში, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს. ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა, ეს ნიშნავს, სააკაშვილი ვერ და არ იხდის ქართული მართლმსაჯულების წინაშე სასჯელს და უბრალოდ არ უნდა სასჯელის მოხდა. ვერავითარი ბრჭყვიალა სიტყვები – „ჰუმანიტარული მიზნებით გაიყვანეთ“ ვერ დაიყვანება იქამდე, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები