თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობის მეხუთე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაიწვა კომპიუტერული ტექნიკა.
ადგილობრივების განცხადებით, შენობის ძლიერი დაკვამლიანება დილით, 7 საათზე შენიშნეს.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები