ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: არავინ გეკითხებათ, რა კანონი სჭირდება საქართველოს და რა არა – დარჩით თქვენ დიპლომატიურ ჩარჩოებში, ეს ქვეყანაა და არა გადახურული ტერიტორია, რომ აქ მენტორული ტონით ისაუბროთ

„ქალბატონო ელჩო, თქვენი „მოღვაწეობის“ მიწურულს მაინც დარჩით თქვენს კონსტიტუციურ ფარგლებში“, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

ექსპერტის თქმით, ქართველი ხალხი და ხელისუფლება გადაწყვეტს თუ რა კანონი სჭირდება საქართველოს.

„ქალბატონო ელჩო, თქვენი „მოღვაწეობის“ მიწურულს მაინც დარჩით თქვენს კონსტიტუციურ ფარგლებში. თქვენ არავინ გეკითხებათ, რა კანონი სჭირდება საქართველოს და რა არა. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და მის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება. დარჩით თქვენ დიპლომატიურ ჩარჩოებში, ეს ქვეყანაა და არა გადახურული ტერიტორია, რომ აქ მენტორული ტონით ისაუბროთ“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები