ირაკლი კობახიძე – აქციებზე: ეს არის ახალი ე.წ. ფანჩატური – რამდენი ფანჩატურიც უნდა შექმნან და როდესაც უნდა შექმნან, ბუნებრივია, ეს წარმატებული ვერ იქნება
„ეს არის ახალი ე.წ. ფანჩატური. რამდენი ფანჩატურიც უნდა შექმნან და როდესაც უნდა შექმნან, ბუნებრივია, ეს წარმატებული ვერ იქნება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.
“წარმატებული ვერ იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ მხარეს ვერ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა, იმდენად დისკრედიტებულია ეს ხალხი. საზოგადოებამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. აქედან გამომდინარე, საზოგადოება მათ არასოდეს გაჰყვება, როგორი ფანჩატურებიც უნდა შექმნან“, – განაცხადა კობახიძემ.