“კანონპროექტის დეტალები არ ვიცი – წინასწარ დასკვნებისა და ვერდიქტების გამოტანა ზედმეტი მგონია. პარლამენტი ის ადგილია, სადაც კანონპროექტის გამჭვირვალე განხილვა უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით სერგეენკომ “ხალხის ძალის” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალე მმართველობა და ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
“ფინანსური გამჭვირვალობის მომხრე ვარ, რა ორგანიზაციის მხრიდანაც უნდა იყოს. კანონპროექტის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ინიციატორებს ორი ვერსია აქვთ. რა თქმა უნდა, წინასწარ დასკვნებისა და ვერდიქტების გამოტანა ზედმეტი მგონია, ეს ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, რადგან პარლამენტი ის ადგილია, სადაც კანონპროექტის გამჭვირვალე განხილვა უნდა მოხდეს. ჩემთვის გასაოცარია წინასწარი შეფასებები და დაღების დასმა ამა თუ იმ მიმართულებით. გამჭვირვალე მმართველობა და ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს ადამიანები დაგვპირდნენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის შედარებით ანალიზს წარმოადგენდნენ და ყველას გვექნება საშუალება, დისკუსია გავმართოთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.