კოკა კაციტაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რეზვან როტუნდუსს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე, პირველ მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რეზვან როტუნდესს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და, კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
კოკა კაციტაძემ ელჩთან სამსახურის ფუნქციებსა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების კუთხით, გაფართოებულ მანდატზე ისაუბრა. ასევე, დიპლომატს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა რუმინეთის საელჩოს აქტიური ჩართულობით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.
სამსახურის უფროსმა, რეზვან როტუნდუსს შეხვედრისა და ნაყოფიერი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას რუმინეთის კონსული – მარიუს პანდელეა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.