ირაკლი ალასანია ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის ლიტველ კოლეგას იუზას ოლეკასს შეხვდა. ლიტვის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ავღანეთიდან ჩამოვიდა. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის არაოფიციალური შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შედგა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ ლიტველ კოლეგას ლიტვის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები, ავღანეთის მისია და პოსტ-ISAF-ის პერიოდიც განიხილეს.
ლიტვის თავდაცვის მინისტრთან ერთად 18 კაციან დელეგაციაში მინისტრის მოადგილე ანტანას ვალისი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვილმანტას ტამოსატისი და პარლამენტარები იმყოფებოდნენ. სტუმრები ყანდაღარიდან საქართველოს გავლით ლიტვაში გაემგზავრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები