ჯონდი ბაღათურია: გიული ალასანიას ქონების ნაწილია შენობები, რომლებიც თავის დროზე სახელმწიფო საკუთრებაში იყო, მათ შორისაა პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სასამართლოს და საჯარო რეესტრის შენობები

გიჩვენებთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებს – გიული ალასანიას ქონების ნაწილია შენობები, რომლებიც თავის დროზე იყო სახელმწიფო საკუთრება, მათ შორისაა პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობა, სასამართლოს შენობა, საჯარო რეესტრის შენობა ბათუმში. ასევეა მიწის ნაკვეთები, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ერთ-ერთ ბრძანებულებაში [სააკაშვილი] გიგი უგულავას საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გადაცემას ავალებს. დღეს საქართველოში ნაქურდალი ფული იხარჯება საქართველოს საწინააღმდეგოდ ქვეყნის გარეთ, ლობისტურ კომპანიებში, რომლებიც პირდაპირ ძირს უთხრიან ქვეყანას“, – აღნიშნა ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები