ზურაბ ქადაგიძე: განსაკუთრებულად დახვდა პრეზიდენტი ერდოღანი საქართველოს მთავრობის მეთაურს – გაჭირვებისას შეიცნობა ღირსეული მეგობრობა

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტს და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ღირსეული მეგობრობის მაგალითი.

ძალიან რთული დრო უდგას თურქეთს, რაც ძალიან სამწუხაროა როგორც ადამიანური ტრაგედიების თვალსაზრისით, ასევე, მისი ეკონომიკური ზარალის მასშტაბის მხრივ.

საქართველოს მთავრობა, ქართული საზოგადოება ტრაგედიის პირველივე წუთიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს თურქი ხალხის მიმართ.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოიყო თურქი ხალხის დასახმარებლად, გაიგზავნა და ახლაც ხორციელდება ჰუმანიტარული დახმარება, ჩვენი გმირი მაშველები უბედურების ადგილას ჩავიდნენ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებიან თურქ მოსახლეობას.

დღეს კი, ამ უბედურების ჟამს, ასე განსაკუთრებულად დახვდა პრეზიდენტი ერდოღანი საქართველოს მთავრობის მეთაურს.

გაჭირვებისას შეიცნობა ღირსეული მეგობრობა, რაც საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში უალტერნატივო დამოკიდებულებაა”, – წერს ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები