ჰერმან საბო – უკრაინის მხარდაჭერაზე: ერთი ხელით კარგ საქმეს ვაკეთებთ საერთაშორისო ტრიბუნაზე და მეორე ხელით ამ გაკეთებულ საქმეს ძირს ვუთხრით
ერთი ხელით კარგ საქმეს ვაკეთებთ საერთაშორისო ტრიბუნაზე და მეორე ხელით ამ გაკეთებულ საქმეს ძირს ვუთხრით , – ასე ეხმაურება “გირჩის” წევრი, ჰერმან საბო საქართველოს მიერ უკრაინისთვის არასათანადო მხარდამჭერის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს.
მისი თქმით, პრობლემა არის არა ის, რომ ქვეყანა უკრაინას არ ეხმარება, არამედ შიდაპოლიტიკური ქმედებები, რომელთა გამოც საერთაშორისო ტრიბუნებიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გულწრფელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„ერთი ხელით კარგ საქმეს ვაკეთებთ საერთაშორისო ტრიბუნაზე და მეორე ხელით ამ გაკეთებულ საქმეს ძირს ვუთხრით და ისე ვიქცევით ქვეყნის შიგნით, რომ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში მერე ეჭვი ეპარებათ – საერთაშორისო ტრიბუნებზე გაკეთებული განცხადებები გულწრფელი იყო თუ არა. პრობლემა ესაა და არა ის, რომ უკრაინას რამე დახმარება დავაკელით“, – ამბობს საბო.