ყაველაშვილი – ევროკავშირზე: კრიმინალებს გვასაღებენ მედიამაგნატებად და მედიათავისუფლებისთვის მებრძოლად, ეს შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში

კრიმინალებს გვასაღებენ მედიამაგნატებად და მედიათავისუფლებისთვის მებრძოლად, ეს, მათივე ტერმინებით რომ ვისაუბროთ, შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“როცა ხაზს უსვამენ, რომ 85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ? ეს კითხვები ხომ უნდა დავსვათ?
კრიმინალებს გვასაღებენ მედიამაგნატებად და მედიათავისუფლებისთვის მებრძოლად, ეს, მათივე ტერმინებით რომ ვისაუბროთ, შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში.
იმ ევროკავშირზე უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული, რომელსაც კუბილიუსი გვთავაზობს თავის გაურკვეველი წესების თამაშით და მოგვიწოდებს, რომ თუ კრიმინალს არ გაათავისუფლებ, მართლმსაჯულებაზე თვალებს არ დახუჭავ და ა.შ? ეს ისეთი თემებია, რაზეც საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სიმართლე”, – თქვა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები