რუსთავის ქალთა კოლონიაში მსჯავრდებულები შიმშილობენ
რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულები შიმშილობენ – ამის შესახებ „ კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, მსჯავრდებულები შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან ზვიად ქორიძესთან, ეკა ბესელიასთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისთვის უცნობია იმ მსჯავრდებულების ვინაობა, ვინც მასთან შეხვედრას ითხოვს.
„ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია იმ მსჯავრდებული ქალბატონთა ვინაობა, ვისაც აქვს სურვილი ჩემთან შეხვედრის და ასევე უცნობია თუ რა არის მოტივი მათი შიმშლობის ან რა მოთხოვნა აქვთ მათ, მაგრამ ბუნებრივია, როდესაც მათ შევხვდები, ყველა ეს დეტალი გაირკვევა “, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.